|
2017-04-12 15:31:57, 1805 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: კომისიამ მხარი რომც არ დაუჭიროს, დიდი ალბათობით, ქორწინების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ თუკი ქორწინების ჩანაწერთან დაკავშირებით კომისიის მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება, პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას კონსტიტუციაში მაინც შეიტანს. „მე გავაჟღერე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა გაკეთებულიყო კონსტიტუციაში, იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო კოდექსში არის მსგავსი სახის ჩანაწერი და თუ საფრთხეზე მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ამ ნორმას, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად. სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს სამოქალაქო კოდექსი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოწოდება იყო, რომ არ გაჩენილიყო ასეთი ხასიათის ჩანაწერი იმიტომ, რომ ამას მოყვებოდა ძალიან ცუდი გამოხმაურება და იქნებოდა იმ ძალადობის წახალისება, რომელსაც ყოველდღიურად ხვდებიან ლგბტ თემის წარმომადგენლები. ამაზე გაჩნდა წინააღმდეგობა, შემდგომ ალტერნატიული ვარიანტი იყო, ჩაწერილიყო, რომ ქორწინება იყო ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და იმავდროულად ამას დამატებოდა, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდებოდა კანონით. ამაზე იყო პასუხი, რომ თუ კი ასეთ რამეს ჩაწერენ, ეს ნიშნავს იმავდროულად პოლიგამიის დაკანონებას. საბოლოოდ ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს ინიციატივა არის მმართველი გუნდის ძალიან მყარი ნება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიას უარყოფითი გადაწყვეტილება ექნება ზოგადად ქორწინების ჩანაწერთან დაკავშირებით, პარლამენტი ყველა ვარიანტში შეიტანს ამ ცვლილებას კონსტიტუციაში“,-აღნიშნა გოცირიძემ. ამასთან, გოცირიძემ ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით აღნიშნა, რომ თუკი კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი გაჩნდება, ისინი სხვა სამართლებრივ საშუალებებს მიმართავენ. „პირველი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა და დავა საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო პარტნიორობასთან დაკავშირებით და მეორე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა. დიდი ალბათობით, ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება, კომისიამ ამას მხარი რომც არ დაუჭიროს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამას მხარს დაუჭერს პარლამენტი“,-განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გოცირიძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)