18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 15:26:52, 2150 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“

"ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და ვაკონტროლებ გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიაუნიში სტუდენტის კითხვას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხებოდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არ იცის, საიდან მოდის მსგავსი ტიპის ინფორმაცია.

"არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები აწვდიან ამ ინფორმაციას სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სერიოზულად თუ გავცემ პასუხს, ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აქ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, იყოს კრიტიკა, მსჯელობა. ესაა დემოკრატია, როცა ერთმანეთს არა ბრალს ვდებთ, არამედ ვეკამათებით. ესაა, რაც ქმნის საზოგადოებას. საზოგადოება არ არის კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები. საზოგადოებაა, როცა ადამიანები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. გული მწყდება, რომ აქ სხვა პოლიტიკოსები არ არიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოზე სხვადასხვა სუბიექტების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics