18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:52:48, 1997 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას, დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალამო სამაშვილის განცხადებით, პარტია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ როგორ გააგრძელებს საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს.

„სამწუხაროა და ხელისუფლების სურვილი უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრს იგნორირება გაუკეთოს, ისევე როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აზრს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი მოსაზრებები არსებობს, რომელიც წარდგენილ პროექტს ეწინააღმდეგება.

საზოგადოებრივ განწყობებსა და წარდგენილ პროექტზე ვიმსჯელებთ და პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ გააგრძელებს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას საკუთარი ხედვა თავიდანვე ჰქონდა, თუ როგორი კონსტიტუცია უნდა მიიღოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics