00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 10:44:41, 1559 ნახვა

საზოგადოება
გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში

 თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ.

პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, გადმოიტანოთ მომხმარებლის ლინკი და პროგრამა თავად დაითვლის, თქვენი აქტივობების რამდენი პროცენტი ხორციელდება მშობლიურ ენაზე და რამდენი ლათინური ანბანით.

 სიახლე პროექტის #წერექართულად ფარგლებში დაინერგა და დღეიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. Geocheck.ge-ით სარგებლობა სოციალური ქსელში აქტიურ კომპანიებსაც შეუძლიათ.

 კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ასევე Facebook-ის მომხმარებლებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სულ მალე თქვენ შეგეძლებათ, პროფილის ფოტოზე ფონად თქვენი სახელის პირველი ასო გამოიყენოთ.

ახალი ინციატივებით #წერექართულად 14 აპრილს, დედაენის დღეს  აღნიშნავს. პროექტის მიზანი სოციალურ ქსელებში და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენების წახალისებაა.

პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა, მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა", გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს  ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics