22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:35:53, 1707 ნახვა

საზოგადოება
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო

დღეიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება 29 აპრილამდე შეუძლიათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი  − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!" სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე  მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics