22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:27:36, 1551 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics