22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:10:54, 1544 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მედიკამენტებით უზრუნველყოფს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.

„სახელმწიფო აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს - რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი“, - აღნიშნა სერგეენკომ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 30-მდე დასახელების მედიკამენტით უზრუნველყოფს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics