16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 12:23:11, 2066 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე რეზოლუციაზე: ეს არის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშროლობისა და მათი მხარდაჭერის გამოხატულება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის და მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური  თანამშრომლობითი ურთიერთობები, როგორც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ასევე აშშ- ის კონგრესთან. წარმომადგენლობით პალატაში აღმოსავლეთ ევროპის მხარდამჭერი ორ პარტიული რეზოლუციაა წარდგენილი. ეს გამოხატულებაა  ზუსტად იმ მჭიდრო თანამშრომლობის აშშ-ს კონგრესთან და იმ მხარდაჭერის, რომელიც გვაქვს კონგრესში“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

 

ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  მხარდამჭერი რეზოლუცია

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics