02:41 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 10:32:02, 2499 ნახვა

მსოფლიო
სტოკჰოლმში, სავარაუდო ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

შვედეთის პოლიციამ გუშინ სტოკჰოლმში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა, - ამის BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გუშინ ინციდენტის ადგილზე დააკავეს, ხოლო მეორე სტოკჰოლმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი პირველ ეჭვმიტანილთან არის კავშირში.

როგორც მედია წერს, სატვირთო მანქანა ადგილობრივ ლუდსახარშს ეკუთვნის და ის სავარაუდო ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი ფაქტები ევროპაში უკვე რამდენჯერმე მომხდა. ერთ-ერთი პირველი იყო ნიცას ტრაგედია, რომელიც ბასტილიის აღების დღეს მოხდა. მაშინ სატვირთო ავტომობილი გარეთ მოსიარულე ხალხში შევარდა. ტერაქტის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics