21:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 18:13:42, 1728 ნახვა

საზოგადოება
ინგა გრიგოლიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივიან

ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ტელეკომპანია „პირველის” გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ, განცხადებით მიმართა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

„სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერი ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა. „არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით“.

შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქარტიის ცნობით, საქმეს ღია სხდომაზე განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics