15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 16:09:06, 2069 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მელია: საზოგადოებას სურს, ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში იცხოვროს და არა ივანიშვილის ბაღში

„ჩვენ საზოგადოებას სურს, რომ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში იცხოვროს და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კვირიკაშვილისა და კალაძისგან“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანადგურებს.

„ჩვენ არ გვყავს მთავრობა, ქვეყანაში მხოლოდ ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და  მედიის დამორჩილებას ცდილობს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ერთ ადამიანს სურს ასე. არავინ ფიქრობს იმაზე, რა სურს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს?! მათ უნდათ იცხოვრონ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კალაძისა და კვირიკაშვილისგან; მათ სურთ ჰქონდეთ სამსახური და არჩინონ ოჯახები; არ წაართვას სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება; აქ ცხოვრობენ დევნილები, რომელთაც მხოლოდ ჭერი სურთ რომ ქუჩაში არ იყვნენ. ჩვენ საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით - ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ებრძოდეთ. ის სურათი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი რეალობას არ ასახავს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის ჭრილში. თქვენი რაოდენობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. ამიტომ, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics