16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 15:31:49, 2232 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური დებატების ფორმატში პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მწვავედ გააკრიტიკა.

მან გიორგი მარგველაშვილს  საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებელი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა ქართველის პრეზიდენტი არაა.

„სამწუხაროდ,  გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად და დღესაც ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველ დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნა, თქვენვე მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული, ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება, იმის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენს გამაერთიანებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ მართლაც ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით. დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას, უცხოეთში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულეთა მიმართ, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან  ადვილად შეეგუეთ“,-მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტს.

ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე  პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ახალი სიტყვა ვერ თქვა.

„ამ საკითხის მოგვარებაში პრეზიდენტის მეტი ძალა გვჭირდება“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics