21:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 12:36:14, 2566 ნახვა

სამართალი საზოგადოება
„თურქული მხარის ინფორმაციით, სარფში საქართველოს მოქალაქემ პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დაშავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით, ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს თურქულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული რათა გამოძიების პროცესში საქართველოს მოქალაქის უფლებები იყოს დაცული.

"ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 06:00  საათზე, საქართველოს მოქალაქემ, ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ცნობით, როგორც პოლიციელი ასევე საქართველოს მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შემდგომ პროკურატურაში დაიკითხებიან. საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით წარიმართოლს", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამჟამად გამშვებ პუნქტთან დაახლოებით 30-კაციანი აქცია მიმდინაროებს. მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა დაშავებული.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics