|
2017-04-06 23:27:34, 2385 ნახვა
მსოფლიო
549 ხმით 27-ის წინააღმდეგ - ევროკავშირში როუმინგი უფასო გახდება
ევროპარლამენტმა 549 ხმით 27-ის წინააღმდეგ, დადგენილებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეები როუმინგის პირობებში დამატებით გადასახადებს აღარ გადაიხდიან. გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის 15 ივნისიდან შევა, რითიც ტურისტებს საშუალება მიეცემათ, ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისას, დარეკონ, იმესიჯონ და მობილური ინტერნეტი იმ ტარიფით გამოიყენონ, რა ტარიფითაც თავის ქვეყნებში სარგებლობენ. ევროპარლამენტარების განცხადებით, რომლებმაც დადგენილებას მხარი დაუჭირეს, ეს უდიდესი გამარჯვებაა, მათივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც ევროპის გარშემო მოგზაურობენ, საშუალება მიეცემათ შეამოწმონ იმეილები, გამოიყენონ რუკები, ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელში, დარეკონ და იმესიჯონ ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)