|
2017-04-06 14:31:38, 1106 ნახვა
სხვადასხვა
ამსტერდამში გეი წყვილზე თავდასხმა დეპუტატებმა ხელჩაკიდებით გააპროტესტეს- ვიდეო
ამსტერდამში ხუთი მოზარდი, რომელიც ნაცისტურ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ ქუჩაში მოსეირნე გეი წყვილს თავს დაესხა. როგორც "ტელეგრაფი" იუწყება, მოზარდებმა მამაკაცებს ცემა დაუწყეს და მიიმალნენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ხუთივე მოზარდი დააკავა და ისინი იზოლატორში არიან მოთავსებული. "ევრონიუსის" ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ის იყო, რომ გეი წყვილს ერთმანეთზე ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული. BBC-ის ცნობით, მომხდარმა ნიდერლანდებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. როგორც ამსტერდამში ასევე სხვა ქალაქებში მოეწყო ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი მარშები. პროტესტის ნიშნად, ნიდერლანდების პარლამენტის წინ, დეპუტატმა მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი მოკიდეს და პარლამენტის შენობაში ისე შევიდნენ. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტტეს განცხადებით, მისი ქვეყანა ვერ მოითმენს ჰომოფობიის გამოვლინებას და ის "ძირშივე აღიკვეთება" დაკავებულ მოარდებს, ხულიგნობა, ჯგუფური თავდასხმა და სხეულის მძიმე დაზიანება ედებათ ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)