20:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:16:14, 1594 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ბზის გაჩეხვისგან თავი შეიკავონ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა.

ამასთან, მან მოქალაქეებს  თხოვნით მიმართა,  მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის გაჩეხვისგან.

 „მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ წითელ ნუსხაში შეტანილ ამ უძვირფასეს მცენარეს, კოლხურ ბზას. მოსახლეობას მინდა წინასწარ მივულოცო დღესასწაული, ამავე დროს, ვთხოვო, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ბზის გაჩეხვისგან. უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით გავამრავლოთ ეს ულამაზესი და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მცენარე, რადგან ვფიქრობთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გასული წლების ისტორიიდან თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება მცენარის განადგურება, რაც არის ჩვენი სიმდიდრე და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს. დღესასწაული ძალიან კარგია და ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარეებს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics