|
2017-04-05 17:28:30, 1980 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაღრაძე: ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც მწეველთა რაოდენობას შეამცირებს
„საქართველო არის მეორე ქვეყანა ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით, თუ სათანადოდ არ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ მიმართულებით, მალე პირველი ქვეყანა ვიქნებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მოწევის ასაკი 13 წლიდან იწყება. „ჩვენ დღეს ვხედავთ სავალალო ვითარებას საქართველოში. საქართველო არის მეორე ქვეყანა ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით. პირველი ქვეყანაა რუსეთი, მაგრამ იმის შემდეგ რაც რუსეთმა მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ჩვენ თუ სათანადოდ არ გავამკაცრეთ და რეგულაციები არ მივიღეთ ამ მიმართულებით, ჩვენ ალბათ პირველი ქვეყანა ვიქნებით ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცი, მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ა.შ. მწეველთა რაოდენობა იზრდება. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ იზრდება მწეველთა რაოდენობა არასრულწლოვანებში, სკოლებში არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარება საკმაოდ ხშირია. რეგულარული მოწევის დაწყების ასაკი არის 13 წელი“,-აღნიშნა მაღრაძემ. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს მწეველთა რაოდენობის შემცირებას. „მე ვფიქრობ, რომ ამან ყველა უნდა შეგვაშფოთოს. ყველაფერი გვიბიძგებს იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის ინტერესების დამცველი უნდა იყოს, უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს მწეველთა რაოდენობის შემცირებას. სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო რეგულაციები ერთ სივრცეში არიან მწეველები და არამწეველები. არამწეველები რაოდენობრივად უფრო მეტია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ და სასიკვდილო დაზიანებებს იმის გამო იღებენ, რომ არიან ისეთ სიტუაციაში, სადაც თამბაქოს კვამლი არის. თქვენ ალბათ იშვიათად დამისახელებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებს, სადაც თამბაქოს კვამლი არ არის. ამას სჭირდება ცხადია სათანადო რეგულაციები, ამასთან ერთად ჩვენმა პარლამენტმა გამოავლინა პოლიტიკური ნება იმისა, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი ისე როგორც ცივილიზირებულ ქვეყნებშია, ამასთან ერთად ძალიან კარგია, რომ ჩვენს მხარს გვიჭერს მოსახლეობა“,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)