|
2017-04-05 14:29:31, 1836 ნახვა
კომენტარი
კობერიძე გია ხუხაშვეილზე: მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში
„მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში, გია ხუხაშვილზე მაქვს საუბარი, მგონი პირდაპირ თანამონაწილეა რასაც პრეზიდენტი ამზადებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, აქტიური პროპაგანდა მიდის იმისკენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის დღეს ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს აწეული. „მაოცებს ცოტათი ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა ამ პროცესის განხილვაში, იმდაგვარად, რომ პირდაპირ სცენარსაც კი წინასწარმეტყველებენ, თუ რაზე გამოვა პრეზიდენტი, რაზე ილაპარაკებს, როგორ იქნება და ა.შ. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ხანდახან, როდესაც ამ ყველაფერს უსმენ რომ ეს ადამიანი, კონკრეტულად ბატონ გია ხუხაშვილზე მაქვს საუბარი, რომ ექსპერტი კი არ არის, პირდაპირ თანამონაწილეა მემგონი იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს. ასეთი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვის ნიშნებს ბადებს ყოველთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული პარლამენტში ამ დღეს და მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ასეთი სახის ექსპერტებსაც, რომლის წინასწარმეტყველებაც იშვიათად ხდება სხვათაშორის საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია არის დამბალანსებლის როლი პოლიტიკურ რეალობაში საქართველოში და არა როგორც ტემპერატურის აწევის და არა ისეთი თემების გამწვავების, რომელიც არ არსებობს დღეს საქართველოში“,-განაცხადა კობერიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს გამოვა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)