|
2017-04-04 16:01:16, 2231 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგში აფეთქება განახორციელა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ პირის ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება განახორციელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს თქმით, პეტერბურგის მეტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაცემები სავარაუდო თვითმკვლელის შესახებ არ გასაჯაროვდება, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია. ცნობისთვის, "ტერაქტის სავარაუდო მომწყობი, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, აკბარჟონ ჯალილოვია", - ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაშია. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის შემსრულებელი 1996 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევი. მალევე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბურგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)