17:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 12:14:13, 1646 ნახვა

საზოგადოება
Freedom House: საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში საშუალოზე დაბალი ქულა აქვს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევა - „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017“ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, დემოკრატიული მაჩვენებლები საქართველოში, 7-დან 4,61 ქულით შეფასდა.

კვლევაში 1 ქულა საუკეთესო, ხოლო 7 - ყველაზე ცუდი მაჩვენებლია. კვლევაზე დაყრდნობით  2017 წლის მონაცემებით, საქართველოში გაუმჯობესებულია სასამართლო დამოუკიდებლობის მაჩვენებელი, ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სეგმენტში 3,75-იანი მაჩვენებლით აქვს.

საშუალოზე დაბალი ქულა საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში აქვს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მედიის თავისუფლება ქვეყანაში ნაწილობრივ თავისუფლად ფასდება. ინტერნეტ თავისუფლების მხრივ კი იგი თავისუფალია.

დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ორი ქვეყანა - მოლდოვა და უკრაინა.

ცნობისთვის, კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics