15:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 11:16:50, 1491 ნახვა

საზოგადოება
ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც გურიაში გადაჰქონდათ, ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნეს

ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, უკან ხმელეთზე დააბრუნეს.

ხის გადატანის სამუშაოებს კომპანია „გზა“ ასრულებს.

კომპანიის იურისტის, არჩილ ბასილაძის განცხადებით, ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ბარჟის დაცლა გახდა საჭირო. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გუშინ გამართულმა აქციამ სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფერხა.

კომპანიის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა და გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics