15:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:18:39, 1644 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 19 სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, „თვითმართველობა სკოლებში“ ადგილობრივი თვითმართველობის ფუნქციონირებასა და მისი არსის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პროექტის პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა დღეს, N62 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და ადგილობრივი თვითმართველობის არსზე ისაუბრა. 

მისი თქმით ახალგზარდების ჩართულობა და სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონე განსაზღვრავს რაიონის, ქალაქის და ქვეყნის წარმატებულ განვითარებას.

სალექციო კურსს მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ზაზა ქოიავა კითხულობს. აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს ვიდეო რგოლების ჩვენებას, დისკუსიებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, ასევე სპეციალური კითხვარების შევსებას ლექციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.

„თვითმართველობა სკოლებში“ სამთვიანი პროექტია და ის რაიონის 19 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics