|
2017-03-30 14:12:55, 2203 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა კაციტაძე: ყველა თამაში გამიგია, მაგრამ „თვითმმართველობანა“ არა, რასაც „ოცნება“ თამაშობს
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისულფებამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირებები არ შეასრულა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა კარგად იცოდა, რომ თვითმმართველობის სფეროში რეფორმა ხარჯების გაზრდას მოითხოვდა. „კარგად მახსოვს, 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, დააანონსა სერიოზული რეფორმა თვითმმართველობის სფეროში. კერძოდ, დეცენტრალიზაცია უფლებამოსილების, ფინანსების, ქონების, ახალი თვითმმართველობის შექმნა, ორდონიანი თვითმმართველობა და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ მომავალი არჩევნებისთვის უფრო განვითარებულს შემოგვთავაზებდა და შექმნა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი. სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ არაფერი შესრულებულა და 7 თვითმმართველობა უქმდება. ყველაფერის თამაში გამიგია ბავშვობიდან დაწყებული, ომობანაც გამიგია, სახლობანაც, დედობანაც, მამობანაც, თვითმმართველობანა არ გამიგია, რასაც ახლა თამაშობს „ქართული ოცნება“. შეიძლება ესე ეთამაშო 7 ქალაქს, რომ დღეს გყავს მერი, საკრებულო, ხვალ აღარ გყავს. ზურგის ტვინის დონე იყო იმისათვის საკმარისი, რომ გაგეთვალა, რომ ახალი თვითმმართველობის შექმნა ხარჯებს გაზრდიდა. ხარჯების გარეშე თვითმმართველობა არ არსებობს. არის ასეთი ებრაული გამოთქმა - „არც შენთვის იცოდე და არც სხვისთვის დაგეჯერებინოსო“. როცა ამას ქმნიდნენ, მაშინვე ვუთხარით ხელისუფლებას, რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა ხარჯებთან, მაგრამ სამაგიეროდ არის პოზიტიური პროცესი, რომ მოხდება დეცენტრალიზაცია, ანუ სერვისების დაახლოება მოსახლეობასთან“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)