|
2017-03-28 15:37:14, 1990 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ოთარ კახიძე: ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი შემდგომი ინტეგრაციისკენ ევროპაში
„ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რაც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. „ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე და ამ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეებს აღარ მოუწევთ რიგში დგომა საკონსულოებთან, აღარ ინერვიულებენ ვიზებთან დაკავშირებით და დაუბრკოლებლად იმოგზაურებენ 90 დღის განმავლობაში ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში, დაათვალიერებენ, შეისწავლიან, გაიცნობენ იქაურ კულტურას, მიიღებენ განათლებას და ეს არის ძალიან სერიოზული შესაძლებლობა. ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რაც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაგვირგვინდეს ჩვენი გაწევრიანებით ევროკავშირში, როდესაც გავხდებით სრულყოფილი წევრი ევროპული ოჯახის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას მოიცავს. რაც შეეხება შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობას - უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. უფრო კონკრეტულად კი, მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. უვიზო მოგზაურობა ევროკავშირში - ვადები, წესები და შეზღუდვები.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)