|
2017-03-28 12:30:18, 2007 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროპაში კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ
"ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. „ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით, შესაძლებელი გახდა, ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. წლების განმავლობაში, პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში და იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთივე შემართებით განვაგრძობთ სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ. „ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს დაფუძნების 60-წლისთავს. მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის მშენებლობის 60 წელს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოცნებას და მისწრაფებას, მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ თანამედროვე ევროპის, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის და წავახალისოთ ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)