11:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:32:45, 1612 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ აგარაში მშენებარე სკოლა დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მშენებარე სკოლა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და   სკოლის შენობაში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა.მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აგარის სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპროტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი და ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე იმყოფებოდნენ. 

მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესდა სკოლის მშენებლობის პროცესით, რომელიც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.  მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებარე კომპანიის მიერ შეუსრულებელი ნაკისრი  ვალდებულებების გამო 2015 წელს ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად შეწყდა და გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ნიკარემ სტროი" განაახლა სამუშაოები და ახალი სასწავლო წლისთვის, სოფელ აგარას თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატება. 

ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს რეგიონის ხელმძღვანელს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით სოფლის ერთ-ერთი პრობლემა გადაიჭრება და ბავშვებს სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ.

აგარის სკოლის 4 სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით უკვე აშენებულია. გადახურულია ძირითადი შენობა. დარჩენილი სამუშოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.  სულ პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ ლარს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics