20:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 19:13:48, 1087 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კვირიკეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად სოფელ კვირიკეში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაცია მას მიმდინარე პროექტის შესახებ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა მიაწოდა.

,,რკინიგზის გადასასვლელი-კვირიკე ჰესის'' მიმართულებით 600 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 170 000 ლარია, სამუშაოებს შპს „სამკუთხედი" აწარმოებს.

„წელს ბიუჯეტში ჩადებულია 30 მილიონამდე ლარი იმისთვის, რომ ახალი გზები მოეწყოს, გაბიონები და კედლები ჩამოისხას, ჩატარდეს სამელიორაციო სამუშაები. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ბეტონის გზებისა და შიდა სასოფლო გზების მოწყობისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი 2017 წლის მაისში დასრულდება.

(NS)

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics