08:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 20:37:29, 1473 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან

საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა.

"საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან. ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა. ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსი და სახელმწიფოებრიობა, საუკუნეების განმავლობაში იყო საშინელი დარტყმების წინაშე და ყოველთვის ჩვენს იდენტობას, ჩვენს რელიგიურობასთან ერთად ვინარჩუნებდით. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს, ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან არის წინაპირობა საქართველოს თავისუფლების აღდგენის. 

თქვენო უწმინდესობავ! მე მახსოვს, რამდენად რთული გზა გაიარეთ პირადად თქვენ, რომ ეს მიღწევა ყოფილიყო აღიარებული სხვა ქვეყნების მიერაც და სწორედ ესეც აღინიშნა, რომ 1990 წელს, უკვე მსოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლიერაბა, რომ ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, პირველ რიგში თქვენ, წმინდა სინოდს, მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის. თითოეულ ქართველს, განურჩევლად აღმსარებლობისა, მივულოცავ ამ დღეს და გისურვებთ ერთმანეთის გაძლიერებას, გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics