|
2017-03-24 18:21:07, 2281 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა - კრემლი საფრანგეთის არჩევნებში ჩარევას გამორიცხავს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლე პენმა და პუტინმა ტერორიზმთან ბრძოლაში საერთო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორიზმის სამიზნე არაერთხელ ყოფილა. კერძოდ, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გაიხსენა. "ყველანი ვცხოვრობთ ასეთ, რთულ პირობებში. ბოლოს და ბოლოს უნდა გავიაზროთ, ამ საშიშროების რეალობა და ერთობლივი ძალებიტ წინ აღვუდგეთ", - განაცხადა პუტინმა. თავისმხრივ ლე პენმა, პრეზიდენტის ეს განცხადება დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ მოსკოვი და პარიზი ტერორიზმს რეალურად ებრძვიან. ამასთან, ლე პენი ინიციატივით გამოვიდა, რომ ორმა ქვეყანამ სადაზვერვო ინფორმაციები გაუზიარონ ერთმანეთს. "სამწუხაროდ არ ხდება მხოლოდ მასობრივი ტერაქტები, არამედ ხდება ერთეული თავდასხმები. ასევე, რამდენიმე დღის წინ ლონდონში თავდასხმა მოხდა. სასარგვებლო იქნება, პერიოდულად სადაზვერვო ინფორმაციები გავცვალოთ ორ ქვეყანას შორის", - აღნიშნა ლე პენმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მოსკოვში დუმის მოწვევით არის ჩასული. ამასთან, კრემლში აცხადებენ, რომ არ აპირებენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და გეგმავენ პოლიტიკოსების მთლიან სპექტრს ეკონტაქტონ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილშია ჩანიშნული.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)