|
2017-03-22 23:58:35, 2238 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია
ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეტის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბერ რუდმა განაცხადა. მისი თქმით, ხალხის უსაფრთხოება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ბრიტანელი ხალხი იქნება ერთიანი და იმუშავებს ერთად, რათა დაამარცხოს ყველა, ვინც საერთო ღირებულებებს შეეხება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტი ჯერ სრულად არ გაუცნობიერებიათ. "ჩვენ ჯერ სრულად არ გაგვიცნობიერებია ეს საშინელი ინციდენტი. თუმცა ვიცი, რომ მთელი ქვეყანა, ისევე, როგორც მე, დაშავებულებზე ფიქრობს და მათთვის ლოცულობს. მსურს, მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ოპერატიული მოქმედებისთვის და პატივისცემა გამოვხატო მათი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის მიმართ. ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია", - აღნიშნა ამბერ რუდმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)