04:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 17:53:26, 1367 ნახვა

საზოგადოება
ხეხილისა და ვაზის საძირე ნერგები ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ გამოვა

21 მარტიდან სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ ხეხილისა (ვაშლი, მსხალი, ბალი) და ვაზის საძირე ნერგები იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად  სუფთა, უვირუსო  ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით,  მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით. 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ინფორმაციით, ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი ჯიშის ნერგები:

ვაშლი: აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;
მსხალი: კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი;
ბალი: კოლტი-კორდია;

ვაზი საძირე ნერგი: 101-14mgt-  ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762  ბერლანდიერი რიპარია, richter100-   ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A  ბერლანდიერი რიპარია, 5 C  ბერლანდიერი რიპარია.

აღნიშნული ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი - 0.75 ლარიდან - 4 ლარამდე, ხოლო შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.eAuction.ge და მაღაზიაში ,,კალათა“ (მისამართი:  მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics