|
2017-03-20 12:07:22, 2257 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი იყოს
ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force“ - როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმავს მომდევნო წლებში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს. „რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)