03:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 14:10:48, 1535 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, ნაძალადევში გვაზაურის მეორე გასასვლელის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დასრულდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, გვაზაურის მეორე გასასვლელში მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ქუჩაზე ასევე გამოიცვალა წყალსადენი მილის დაზიანებული მონაკვეთი. ქუჩის ფართობი 2558 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო ღირებულება 146 962 ლარს შეადგენს. ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის დაკვეთით ხორციელდება.

გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარი ამ დრომდე არასდროს დაგებულა. მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვაზაურის პირველ გასასვლელშიც გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics