03:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 15:04:35, 1278 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ირანის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,  დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თეირანსა და  თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. 
  
დავით ნარმანიას  თქმით, თეირანსა და თბილისს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.

„მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ წელს მე ოფიციალური ვიზიტით გახლდით თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც  თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ.  ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა  თბილისის მერმა. 

ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო  პროექტების განხორციელებას.  

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის  პოზიციას მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics