10:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 16:36:42, 740 ნახვა

სამხედრო
I საარტილერიო ბრიგადაში არტილერიის დღე აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული  არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ   ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

არტილერისტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ  მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საიუბილეო ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

დღესვე  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვა. სამ სამხედრო მოსამსახურეს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა, ხოლო 10 სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის სახელით  მადლობა გამოეცხადა.

საიუბილეო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართელოს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „არსიანი“. ღონისძიების დასასრულს მიწვეულმა სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics