01:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 17:09:40, 1239 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრისა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანსია  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და ის არაანაზღაურებადია.

მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია,  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც  დასამტკიცებლად მინისტრს წარედგინება.

საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით, წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე - (+995 32) 231 27 47 (7420), საბუთები 2017 წლის 21 მარტს  18:00 საათის ჩათვლით მიიღება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics