18:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 10:35:48, 2430 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ რეფორმებზე.

უწყების ცნობით, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები განსაკუთრებით დააინტერესა საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმამ, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმბდელობის სრულყოფის მიზნით აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-გაერთიანებებთან.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება 2007 წელს დაარსდა და სიდიდით მეორე ბილატერული ეკონომიკური გაერთიანებაა საქართველოში. ის ხელს უწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მხარს უჭერს კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და კონტაქტების დამყარების პროცესში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics