|
2017-03-13 17:53:43, 2960 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, - ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დაწესებული სანქციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვასა და მათ ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს. სანქციები 6 თვით გაგრძელდა და 15 სექტემბრამდეა ძალაში. ევროკავშირის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ აღნიშნული პირების "საქმიანობა ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". ცნობისთვის, ე.წ შავ სიაში შედის დონბასის პოლიციის ერთ-ერთი „ლიდერი“ არსენ პავლოვი, ასევე გენადი ციპკალოვი. უკანასკნელს თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტი ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)