|
2017-03-13 16:06:43, 3082 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას „ბანანის რესპუბლიკა“ უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორ ერდოღანმა აღნიშნა, ოფიციალური ამსტერდამი ქვეყანაში თურქი მინისტრების შეუშვებლობის გამო საფასურს გადაიხდის. "ევროპამ რამე შეიცხადა? არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს არ კბენენ. ნიდერლანდები ბანანის რესპუბლიკასავით იქცევა", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ამსტერდამთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრონ. შეგახსენებთ, რომ საქმე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეტ ჩავუშოღლულსა და ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრს ფატმა ბეტიულ საია კაიას ეხება. ჰოლანდიის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, როცა ისინი ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქებთან დაგეგმილი რეფედენდუმის საკითხზე შეხვედრას აპირებდნენ. ოფიციალურმა ანკარამ მომხდარის გამო ამსტერდამისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა ჰოლანდიის ხელისუფლება ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჰოლანდიამდე თურქულ დიასპორასთან შეხვედრაზე უარი ოფიციალური ანკარის წარმომადგენლებს გერმანიამ, ავსტრიამ და შვედეთმაც უთხრეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)