23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 12:16:25, 1311 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’ დაიწყო.

კურსი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, თამარ ჯაფარიძემ გახსნეს. 

პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, აგრეთვე ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.  

სასწავლო კურსს მსოფლიო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ინსტიტუტის ეკონომისტები: ფელიპე ზანა, სამია ბეიდას-შტრომი და ხუან ხოსე ფერნანდეს-ანსოლა უძღვებიან.
სსფ-ის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ახლახან, ფონდთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანია, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics