|
2017-03-11 16:44:09, 1915 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შალვა შავგულიძე: ევროპის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე დროული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ევროპის სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დროული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც შავგულიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს „არაფორმალური მმართველობის განსახორციელებლად მედია სივრცეზე სრული კონტროლი სჭირდება“, რაც მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის გაკონტროლების გარეშე შეუძლებელია. " მე დარწმუნებული ვარ ასე ადვილად ამ განზრახვაზე ხელს არ აიღებს ხელისუფლება და ის შეეცდება ევროპული სასამართლოს საბოლოო, არსებით გადაწყვეტილებამდე სხვა პრობლემები შეუქმნას "რუსთავი 2"-ს. მათ შორის ფინანსური პრობლემები, დაიწყება ალბათ ჟურნალისტებზე ნადირობა და სხვა არალეგიტიმური მოქმედებები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების მობილიზება "რუსთავი 2"-ის დასაცავად. აქ მოსული საზოგადოება და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილი, ვინც გვერდში უდგას ტელეკომპანიას ამ სამართლიან ბრძოლაში, იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მედიის დამოუკიდებლობას და დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუ ჩვენ გვინდა ასეთი სახელმწიფო ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, სწორედ ამიტომ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ვართ აქ, როგორც აქამდე ვიყავით "რუსთავი 2"-ის ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის, ამ ხელისუფლების პირობებში და მომავალშიც, ყოველთვის ვიქნებით ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის ბრძოლისათვის მზად", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)