22:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 13:20:41, 1495 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მშენებარე ბაღი დაათვალიერა

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. 

მშენებარე ბაღში დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა

1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობის მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე პარალელურად ათზე მეტი ბაღი შენდება. კონკრეტულად ეს ბაღი, რომელიც თემქის მოსახლეობას მოუხსნის პრობლემას, გაიხსნება სექტემბერში. მანამდე ბაღი დასრულდება და აღიჭურვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს. თბილისში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა გრძელდება . სექტემბრისათვის დედაქალაქს  ხუთი ახალი ბაღი შეემატება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics