|
2017-03-10 16:51:25, 2243 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მენაბდე: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ ინიციატივას მიესალმება. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, კამპანიის წამოწყება პოზიტიურ შედეგებს გამოიწვევს. მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოზიციები აკლია. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი ვართ. ეს არის კონსტიტუციის ცვლილების პროექტის მომზადება. ეს ყველაფერი მხოლოდ პოზიტიურ შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ ის ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა მისაღებია. აგრეთვე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თქვენ იცით, რომ 3 წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არის საკონსტიტუციო კომისიის ნაწილი და ჩვენ კომისიის წევრები მოვისაკლისებთ მათ არ ყოფნას და ძალიან გამოგვადგებოდა მათი პოზიციები. პარლამენტმა შექმნა საკონსტიტუციო კომისია და ნებისმიერი ინსტიტუტის ჩართულობა არის მისასალმებელი", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით დღეს კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო. კამპანიის მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)