|
2017-03-09 15:32:57, 1957 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თინა ბოკუჩავა უმრავლესობას: ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები
„ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები, ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობას, სადაც ეროვნული ბანკში ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნების საკითხს განიხილავენ. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას. „ეკა ბესელია, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კახიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ზაქარია ქუცნაშვილი, ზვიად ძიძიგური, ფატი ხალვაში - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გასულიყო ეროვნული ბანკიდან და დღეს ვერ ასახელებენ არგუმენტს თუ რატომ შეეცვალათ აზრი. ჩვენ მოვისმინეთ ზოგი კოლეგის გულწრფელი აღიარება, რომ ივანიშვილი ებრძოდა ქადაგიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ენდობოდა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და სწორედ ამიტომ ჩამოართვა ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია. ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას. ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები. ახლა ამ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)