21:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 18:26:16, 1453 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა  N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის  კონცერტი გამართა ტექნიკური უნივერსიტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „ქალდეამ“, მამა პეტრემ კი მათთვის  საკუთარი ლექსები წაიკითხა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი  პენიტენციური დაწესებულებაში  არსებულ დედათა და ბავშვთა  სახლსაც ესტუმრა, სადაც მსჯავრდებულ ქალბატონებთან ერთად, მათი შვილებიც იმყოფებიან.

„N5 პენიტენციურ დაწესებულებაში  მყოფ ქალბატონებს  8 მარტი მივულოცეთ. ასევე, ვიყავით  დედათა და ბავშვთა სახლში და იქ მყოფ მსჯავრდებულებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც მათ ყოფას გაუადვილებთ“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ. 

ზვიად მიხანაშვილი  მსჯავრდებულებს  ესაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ,  რომლის დამტკიცების შემდგომ ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ  ერთი წლის განმავლობაში,  დასვენებისა და უქმე დღეებში შვილი მოინახულონ. 

„ყველა ადამიანს სჭირდება მხარში დგომა და განსაკუთრებით მათ,  ვინც საპატიმროში იმყოფება. გვინდა  ქალ მსჯავრდებულებს  ტკივილი შევუმსუბუქოთ და ეს დღე გავულამაზოთ“,- განაცხადა მამა პეტრემ.

სტუმრები  იმყოფებოდნენ დაწესებულებაში არსებულ სამლოცველოსა და სილამაზის სალონში,  ასევე, დაათვალიერეს მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics