|
2017-03-08 16:21:06, 1880 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი ივანიშვილის შოუს მონაწილეა
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის იყო. აბესაძის თქმით, მთავარია საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა დროულად დაიწყოს. ,,დღეს, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება იყო მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის და მიმართული, რომ საზოგადოებაზე მოეხდინა არასწორი ზეგავლენა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი არის მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილე და იმ უკანონო, ხშირად დანაშაულებრივი ზრახვების შემსრულებელი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს საკუთარი არაფორმალური მმართველობისას. სწორედ ამიტომ არის, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენით და გამოძიებით, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკურ შოუში მონაწილის, რითაც ის არღვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის არაერთ მუხლს, სჩადის დანაშაულებრივ მოქმედებებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭომ დროულად დაიწყოს მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა, რათა დადგეს მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)