13:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 09:46:10, 841 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება

საქართველოს საგადასახადო  კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება - ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
კანონის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია 2015 წლის ზაფხულში  ბათუმში დაგეგმილი ტურისტული ღონისძიებების შესახებ, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics