|
2017-03-07 12:44:14, 3052 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესწორებების შედეგად 7 მუსლიმური ქვეყნის სიიდან, რომელთა მოქალაქეებისთვისაც შტატების ტერიტორიაზე შესვლა იზღუდებოდა, ერაყი ამოიღეს. მედიის ცნობით, სიაში კვლავ რჩება ირანი, ლიბია, სირია, სომალი, სუდანი და იემენი, რომელთა მოქალაქეებსაც მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამერიკის ტერიტორიაზე მოხვედრა ეკრძალებათ. როგორც BBC წერს, ახალი განკარგულება ძალაში 16 მარტიდან შევა. გავრცელებული ინფორმაციით, სიიდან ერაყის ამოღება ქვეყნის მიერ შემოწმების ახალი პროცედურების შემოღებასა და ამერიკულ მხარესთან ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)