|
2017-03-06 14:39:26, 2087 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცისკარიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: ნებისმიერი ომბუდსმენი ხელისუფლების ფრთებს ქვეშ, საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნება
„იდეას მივესალმები, მაგრამ გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეჭვი შევიტანოთ მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ ასეთ ორგანიზაციაში“, - ასე აფასებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას. როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ინიციატივა გონივრული იქნება, თუ მედიაომბუდსმენი სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემადგენლობაში შევა. მისივე განმარტებით, სხვა მხრივ ნებისმიერი ომბუდსმენობა როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ფიქციაა. „ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც დაინიშნა სრულიად შეუფერებელი პირი თანამდებობაზე, რასაც ერქვა ბიზნესომბუდსმენი. დღეს ის არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, მაგრამ ვერანაირი მდგრადობა ვერ შევამჩნიეთ მას როცა იგი ბიზნესომბუდსმენი იყო. იდეას მივესალმები, მაგრამ გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეჭვი შევიტანოთ მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ ასეთ ორგანიზაციაში. ეს უნდა იყოს ან კონსტიტუციური რაიმე მნიშვნელობის მქონე თემა, ან უნდა შევიდეს, ომბუდსმენის ინსტიტუტის შემადგენლობაში, რაც უფრო გონივრული იქნება. სხვა მხრივ ნებისმიერი ომბუდსმენობა როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არის ფიქცია. როცა ომბუდსმენი მთავრობის თავმჯდომარის ოთახთან საქმიანობს, იქ არც საჩივრით მივა რომელიმე ჩაგრული და ვის წინაშე უნდა გაატაროს ომბუდსმენობა ამ ომბუდსმენმა?!“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. ექსპერტის თქმით, მედია ომბუდსმენი, რომელიც „კადრებთუხუცესის“ მიერ იქნება დანიშნული, სავარაუდოდ, თვალყურს მიადევნებს, „ვინმემ რამე ისეთი ფრაზა არ გააჟღეროს მედიაში“. „ჩვენთვის ძირითადი ომბუდსმენი იყო და იქნება ჩვენივე მკითხველი, მაყურებელი და მსმენელი. ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ სამ კატეგორიას დაუკმაყოფილებს საკუთარ ინტერესებს, დიდი ალბათობით მთავარი დანიშნულება ასეთი ომბუდსმენის, რომელიც რასაკვირველია დანიშნული იქნება ჩვენი კადრებთუხუცესის მიერ, თვალყურს მიადევნებს მედიასივრცეს. ნებისმიერი ომბუდსმენი ხელისუფლების ფრთებს ქვეშ, საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნება“, - დასძინა ცისკარიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)