|
2017-03-03 14:28:44, 2933 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გაამართლა
ეგვიპტის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს ასობით დემონსტრანტის მკვლელობის საქმეში გაამართლა, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ დემონსტრაციების დროს დაღუპულთა ნათესავების შუამდგომლობა უარყო. ისინი ითხოვდნენ, სამოქალაქო სარჩელებზე წარმოება განახლებულიყო, რომლებიც მათ მუბარაქთან დაკავშირებით შეიტანეს. როგორც მედია წერს, ჰოსნი მუბარაქი ბოლო რამდენიმე წელია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხედრო საავადმყოფოში იმყოფება. ამის მიუხედავად, ის დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრო, სასამართლოში ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. ცნობისთვის, მუბარაქს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. შეგახსენებთ, რომ მუბარაქს დაახლოებით 900 მომიტინგის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 18 დღიანი საპროტესტო აქციები 2011 წლის 11 თებერვალს დასრულდა, როდესაც მუბარაკი თანამდებობიდან გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)